პროექტის ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ მესამე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებში პროექტში ჩართული სტუდენტები ახორციელებენ სამოქმედო პროექტებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ანა სიხაშვილი, თამარ უზუნაშვილი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი: ნელი კოტორაშვილი ახორციელებენ სამოქმედო პროექტს ,,სტუდენტები ყრუ და სმენადაქვეითებული მოზარდების გასაძლიერებლად’’, რომლის მიზანია ქ.თბილისის 203-ე საჯარო სკოლა-პანსიონის ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების, სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების გზების შესახებ.
მიზნის მისაღწევად სამოქმედო პროექტის ავტორებმა პირველი აქტივობა უკვე განახორციელეს. ქ. თბილისის 203-ე სკოლაში სტუდენტებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს გაცნობითი ხასიათის ტრენინგი, გაუზიარეს პროექტის მიზანი და დაგეგმილი აქტივობები, მათთან ერთად განიხილეს ის გამოწვევები, რომელსაც სმენადაქვეითებული პირები ყოველდღიურად ხვდებიან და იმსჯელეს ამ გამოწვევების გადაჭრის გზებზე. პროექტის ფარგლებში მომავალში დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხების შესახებ.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.