,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა თელავში ჩატარდა

 

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა თელავში ჩატარდა. პროექტის მონაწილეები შეხვდნენ თელავის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს ლევან მრელაშვილს.

შეხვედრაზე ლევან მრელაშვილმა ისაუბრა სამოქალაქო განათლების მნიშვნელობასა და სწავლების საჭიროებაზე, სტუმარმა მიმოიხილა, რა გამოწვევებია რეგიონის საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების კუთხით. პროექტის მონაწილეებმა ლევან მრელაშვილს გააცნეს საპროექტო ინიციატივები, მისგან მიიღეს უკუკავშირი და შესაბამისი რეკომენდაციები.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.