ქუთაისის უნივერსიტეტში ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: კითხვარის შედგენის მეთოდოლოგია. შეხვედრაზე მოწვეული იყო ამავე უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი ლილე იმედაძე.
შეხვედრის ფარგლებში ლილე იმედაძემ სტუდენტებს გააცნო კითხვარის არსი, დანიშნულება და ტიპები. მონაწილეებმა განიხილეს, რა შემთხვევაში გამოიყენება კითხვარის თითოეული ტიპი, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა კითხვარის შედგენის მეთოდები, ეტაპები, კითხვის ტიპები და მათი გამოყენების სპეციფიკა.
სამუშაო შეხვედრა მოიცავდა ჯგუფურ პრაქტიკულ სავარჯიშოსაც, რომლის ფარგლებში სტუდენტებმა განიხილეს სხვადასხვა კითხვარის ნიმუშები და იმსჯელეს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე. სამუშაო შეხვედრის თემა სტუდენტებისთვის ძალიან ინფორმაციული და პროდუქტიული იყო, რადგან ისინი სამოქმედო პროექტების ფარგლებში თავად გეგმავენ გამოკითხვის ჩატარებას განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფთან.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.