8 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის მონაწილეები არჩილ თოდუას- საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში არჩილ თოდუამ ემპირიულ მაგალითებზე დაყრდნობით განიხილა რეგიონული სოციალური პრობლემები და ამ პრობლემების გამომწვევი ფაქტორები. მომხსენებლმა განმარტა, რას გულისხმობს სამოქალაქო ცნობიერება, რა მახასიათებლებით ხასიათდება და რა მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას სოციალური პრობლემების აღმოფხვრის პროცესში.
შეხვედრა წარიმართა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში და ბოლოს გაიმართა დისკუსია თემაზე: როგორ შეიძლება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით სოციალური პრობლემების გადაჭრა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.