2020 წლის 12 ივლისს 11:00 საათზე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში " სამოქალაქო ჩართულობის სკოლის" მონაწილე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილოებით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სკოლის მონაწილეებს შეხვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტრენერი ქ-ნი მერი ქურდაძე.
მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს გააცნო საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები. შეხვედრისას საუბარი შეეხო საარჩევნო პროცესების მიმდინარეობის თანმდევ ტექნიკურ საკითხებს, არსებულ რეგულაციებს და გასაჩივრების მექანიზმებს.
საარჩევნო პროცესის სპეციფიკის გათვალისწინებით, სკოლის მონაწილეებს მიეცათ ტექნიკური ხასიათის რჩევები, მითითებები მათ მიერ განსახორციელებლი პროექტის ,,იმიტირებული არჩევნები“-ის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც, მიმდინარე საარჩევნო წელის გათვალისწინებით შეირჩა სკოლის მონაწილე სტუდენტების ნაწილის მიერ და განისაზღვრა შემდგომი სამუშაო გეგმა საარჩევნო საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.
სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის პროექტი “სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის გზით” ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.