სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის პროექტ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლის“, სტუდენტებმა ქუთაისში ონლაინ სივრციდან ღია სივრცეში გადაინაცვლეს.
პირველი სამუშაო შეხვედრა მიეძღვნა სამოქმედო პროექტების დაგეგმვის და განხორციელების სტრატეგიების განხილვას. მონაწილეები ასევე გაეცნენ წინა წლის პროექტების გამოცდილებას.
სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის პროექტი “სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის გზით” ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.