საქართველოში, მოქალაქეთა ძალაუფლებით აღჭურვის გზაზე, ერთ-ერთ რეალურ გამოწვევას რეგიონების გამოცოცხლება, ახალგაზრდების გააქტიურება და რაც მთავარია, ამ ყველაფრის ადგილზე, ადგილობრივი ძალებით განხორციელება წარმოადგენს. საბედნიეროდ, საქართველოში, აღნიშნულის არაერთი მაგალითის მოძიება არის შესაძლებელი და ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია "გერგარტია".
სწორედ ორგანიზაციის საუკეთესო გამოცდილების გაცნობა და ახალგაზრდული პროექტების რეგიონში განხორციელების თავისებურებების განხილვა იყო შეხვედრის ძირითადი მიზანი, რომელიც "გერგარტის" ერთ-ერთ დამფუძნებელ ლადო ნაფეტვარიძესთან გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ "სამოქალაქო ჩართულობის სკოლის" მონაწილეები, რომლებიც თავად ანხორციელებენ ჩართულობის პროექტებს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცის და ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომლობის ფარგლებში.
"გერგარტი" არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2015 წელს ადგილობრივმა ახალგაზრდა ლევან ხუციშვილმა 4 მეგობართან ერთად დაარსა და მიზნად ყაზბეგში ახალგაზრდებისათვის რეალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა დაისახა. ორგანიზაციამ გამოიარა ყველა ის სირთულე, რაც ახლადდაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უდგათ, ცნობადობის ამაღლება, თემთან მუშაობა, დონორების დარწმუნება, მოტივაციის შენარჩუნება და ა.შ.
დღესდღეობით, ორგანიზაცია ითვლის 18 განხორციელებულ პროექტს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთშორისო პარტნიორების დახმარებით. მაგრამ რაც მთავარია, ახალგაზრდები მუდმივად, პროექტს გარეშე, საზოგადოებრივ საწყისებზე ცდილობენ შეინარჩუნონ პროექტების შედეგების მდგრადობა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გამოცდილების გაზიარება მათ, როგორც სოციალური კაპიტალის გაზრდის, ასევე მომავალი სტრატეგიის დახვეწის და რისკების უკეთ გაანალიზების საშუალებას მისცემს.