22 აპრილს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა რიგით IV სამეცნიერო კონფერენცია "სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში".
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საუნივერსიტეტო კურს "დემოკრატია და მოქალაქეობის" კურსდამთავრებულები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
სტუდენტთა კონფერენციის თემატიკა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა გამოწვევები სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით, ეთნიკური უმცირესობები და მათი ინტეგრაციის პრობლემატიკა საქართველოში, ასევე ქალთა ჩართულობის საკითხი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში.
ღონისძიების ჩატარება შესაძლებელი გახდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით,IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.