„სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია“ (CELA) ორგანიზებას უწევს წევრი ლექტორების ვიზიტს პარტნიორ უნივერსიტეტებში. აქტივობის მიზანია ხელი შეუწყოს კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ახალ ლექტორებს განავითარონ სამოქალაქო განათლების სწავლებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ გამოცდილი წევრები სტუმრობენ პარტნიორ უნივერსიტეტებს და ატარებენ ლექციებს სტუდენტებისთვის. „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ადგილობრივი ლექტორები კი ესწრებიან ლექციას, რის შემდეგაც ერთობლივად ხდება ჩატარებული ლექციის შეფასება და განხილვა.
ერთი წლის განმავლობაში ორგანიზებული იქნება 14 ლექცია პარტნიორ უნივერსიტეტებში. აქედან 10 რეგიონებში, ხოლო 4 თბილისში. მარტის შემდგომ 7 ვიზიტი უკვე განხორციელდა გორის, ბათუმის, ქუთაისის, თელავისა და თბილისის უნივერისტეტებში.
გარდა ლექციებისა, ვიზიტის ფარგლებში CELA-ს წევრები ხვდებიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და უზიარებენ მათ სიახლეებსა და მიღწევებს კურს „დემოკრატია და მოქალაქეობასთან“ დაკავშირებით.
სტუმარი ლექტორების ვიზიტები განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.