16 აპრილს ზუგდიდში, გრიგოლ ხვიტიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა მორიგი შეხვედრა სერიიდან „დიალოგები დემოკრატიაზე“. სამუშაო თემას წარმოადგენდა პირადი საიდუმლოების დაცვა და კამპანია „ეს შენ გეხება“.
მოხსენება მოამზადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონალურმა კოორდინატორმა არჩილ თოდუამ ისაუბრა კამპანიის მსვლელობაზე, მიღწეულ მიზნებსა და გამოწვევებზე, ასევე რეგიონისათვის დამახასიათებელ თავისებურებებზე.
ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.