16 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამოქალაქო განათლების კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის" სწავლება დაიწყო. საგანს მეორე კურსის ჟურნალისტები და საერთაშორისო ურთერთობების სპეციალობის სტუდენტები გაივლიან.
სტუდენტებმა პირველ ლექციაზე ციტატები განიხილეს, ასევე მოეწყო სხვადასხვა სასწავლო აქტივობა, მათ შორის „გასეირნება გალერეაში“. მათთვის საგნის სწავლების ახალი მეთოდი ძალიან საინტერესო გამოდგა განსაკუთრებული მოწონება დემოკრატიის შესახებ სხვადასხვა ავტორთა ციტატების განხილვამ დაიმსახურა, რამდენადაც ჯგუფური მუშაობისას სტუდენტებს შორის ცხარე დისკუსია გაიმართა.
საბაკალავრო კურს "დემოკრატია და მოქალაქეობის" სწავლებაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად ჩართულია საქართველოს 20 უნივერსიტეტი.