გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა განახორციელეს პროექტი სიძულვილის ენის შესახებ

,,სამოქალაქო ჩართულიბის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: მარიამ პავლიაშვილმა, მარიამ ადუაშვილმა და დაჩი ჩხარტიშვილმა წარმატებით განახორციელეს პროექტი ,,სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები, როგორც ადამიანთა მარგინალიზაციის ხელშემწყობი და მასთან ბრძოლის მექანიზმები", რომელიც მიზნად ისახავდა ბენეფიციარების ინფორმირებას სიძულვილის ენის წინააღმდეგ ეფექტურად გამოსაყენებელი საკანონმდებლო რეგულაციებისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რაობის, მასთან ბრძოლის საერთაშორისო მექანიზმების შესახებ.

პროექტის ფარგლებში ავტორებმა ტრენინგები ჩაუტარეს:

საზოგადოება ,,ბილიკის’’ ბენეფიციარებს;

კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბენეფიციარებს;

,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის’’ შშმ პირთა სპეც მასწავლებლებსა და შშმ პირებს;

ტრენინგების ფარგლებში პროექტის ავტორებმა მონაწილეებთან ერთად განიხილეს შემდეგ საკითხები: სიძულვილის ენის ფორმები, დისკრიმინაცია, როგორც სიძულვილის ენის ხელშემწყობი ფაქტორი, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდბელობის ის ნორმები, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებს იცავს დისკრიმინაციისგან, სტუდენტებმა ასევე ისაუბრეს რამდენად დიდი ძალა აქვს სამოქალაქო საზოგადოებას სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და მსმენელებს შესთავაზეს 10 სასარგებლო სტრატეგია სიძულვილის ენასთან საბრძოლველად.

პროექტის ფარგლებში ასევე გამოცხადდა ესეების კონკურსი თემაზე: ,,სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის’’.