,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ნიკა ჭიჭინაძემ, სალომე გამისონიამ და ალექსანდრე ფირცხელიანმა წარმატებით განახორციელეს პროექტი ,,არაფორმალური განათლების როლი ახალგაზრდების დასაქმებაში’’.
პროექტის ფარგლებში ავტორების ორგანიზებით ახალგაზრდებისთვის ტარდებოდა ტრენინგები, რომელზეც განიხილავდნენ შემდეგ საკითხებს: არაფორმალური განათლების მნიშვნელობა, მისი როლი დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში, არაფორმალური განათლების მიღების გზები, რა უნარებს ავითარებს არაფორმალური განათლება და ა.შ.
ტრენინგებს უძღვებოდნენ შემდეგი მოწვეული სტუმრები:
ედუარდ ფარცვანია-სოციალური საწარმო ,,Mego Bar-ის’’ დამფუძნებელი;
ნინო კემულარია და ცირა კაკუბავა-არასამთავრობო ორგანიზაცია NEOGENI-ის წარმომადგენელბი
თამრიკო ლუკავა-ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი
თითოეული ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, მოიცავდა ჯგუფურ დავალებებსა და დისკუსიებს.
„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.