,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: შორენა ქუქჩიშვილმა, მარიამ ზედგინიძემ და ნარგიზ ახალკაცმა წარმატებით განახორციელეს პროექტი ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტირებაში მოქალაქეთა ჩართულობა’’.
მიზნის მისაღწევად ავტორების ორგანიზებით ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ტრენინგები, რომელზეც განიხილავდნენ შემდეგ საკითხებს: საჯარო ფინანსების მართვა, ბიუჯეტის პროექტირება, მოქალაქის როლი ქვეყნის ფინანსების მართვაში და ა.შ. თითოეული ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
ტრენინგებს უძღვებოდნენ შემდეგი მოწვეული სტუმრები:
თამუნა უჩიძე-,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს’’ წარმომადგენელი
როინ თათეშვილი-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი.
მონაწილეებისთვის ასევე გამოცხადდა ესეების კონკურსი, რომლის ფარგლებში მათ უნდა დაეწერათ ნაშრომები ტრენინგებზე განხილული თემების შესახებ. პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე ესეების გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.
„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერგის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.