23 ივლისს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია "დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში: მიღწევები და პერსპექტივები“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საუნივერსიტეტო კურს "დემოკრატია და მოქალაქეობის" კურსდამთავრებულები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
კონფერენციის თემატიკა მოიცავდა როგორც პოსტმოდერნული ღირებულებების დამკვიდრების და სამოქალაქო აქტივიზმის გამოწვევებს, ასევე პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და ადამიანის უფლებათა საკითხებს საქართველოში.
ღონისძიების ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) მეშვეობით პროექტის ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი (ITEP-ის) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES-ის) მიერ.
ღონისძიების მხარდამჭერი იყო ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი