,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის” ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ნინი ბერიაშვილმა, სალომე ზაალიშვილმა და სერგო მაიდისიანმა წარმატებით განახორციელეს პროექტი „შრომითი უფლებების დარღვევები და მათი პრევენცია”, რომელიც მიზნად ისახავდა მოზარდების ცნობიერების ამაღლებას შრომითი უფლებების შესახებ.
პროექტის მიზნის მისაღწევად ავტორებმა პროექტის მონაწილეებს ჩაუტარეს ტრენინგები, რომელზეც განიხილავდნენ შემდეგ საკითხებს: შრომითი უფლებები, არასრულწლოვანთა დასაქმება, ზეგანაკვეთური სამუშაო, შრომითი დისკრიმინაცია და ა.შ.
ერთ-ერთ ტრენინგს უძღვებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი-ეთო შიუკაშვილი, რომელმაც მიმოიხილა შემდეგი საკითხები: სტაჟირება, შრომითი ხელშეკრულება, შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა და შრომითი უფლებების დარღვევის პრევენციის მექანიზმები.
პროექტის ბოლო აქტივობის ფარგლებში გაიმართა იმიტირებული სასამართლო, რომელიც ეხებოდა არასრულწლოვანის შრომითი უფლებების დარღვევის საქმეს. პროექტის მონაწილეებმა მოირგეს ადვოკატის, პროკურორის, მოწმეების, მოსარჩელისა და მოპასუხის როლები.
თითოეული ტრენინგი მიმდინარეობდა აქტიური კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში, იმიტირებული სასამართლო კი მონაწილეებს დაეხმარა თეორიული ცოდნის უკეთ გათავისებასა და გაანალიზებაში.
„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერგის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.