,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში ქუთაისში მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ამჯერად შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ: მარიკა ვაჭარაძე-ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი და თათია ხარაბაძე-ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
შეხვედრის ფარგლებში მარიკა ვაჭარაძემ მიმოიხილა ევროკავშირისა და ნატოს დაარსების ისტორია და მიზანი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები.
თათია ხარაბაძემ კი მონაწილეებს გააცნო კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები და მათი გამოყენების გზები სამოქმედო პროექტების განხორციელების პორცესში. მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს ასევე გაუზიარა კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.