ზუგდიდში მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა


 ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში ზუგდიდში მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ: თამუნა ზანთარაია-‘’რადიო თავისუფლების’’ კორესპონდნეტი სამეგრელო-ზემო სვანეთში და კესარია წულაია-სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი.

 შეხვედრის ფარგლებში თამუნა ზანთარაიამ მომოიხილა თავისუფალი მედიის სტანდარტები, ობიექტური ინფორმაციის გაშუქების მნიშვნელობა, სტუმარმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში მედიის გამოწვევებზე, კესარია წულაიამ კი ყურადღება გაამახვილა პროექტების განხორციელების დროს კომუნიკაციისა და კოორდინაციის მნიშვნელობაზე. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.