,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში გრძელდება სამუშაო შეხვედრების ჩატარება.
ამჯერად ქუთაისის მონაწილეები შეხვდნენ თეკლე მორგოშიას-ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, რომელმაც სტუდენტებს გააცნო ევროკავშირის მიზანი და ევროპული ღირებულებები. სტუმარმა ასევე მიმოიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლის მთავარი გზა სწორედ ევროინტეგრაციაა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.