ბათუმში მორიგი ვორკშოფი ჩატარდა

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში ბათუმის მონაწილეები შეხვდნენ ადგილობრივ ჟურნალისტებს- ნაზიბროლა რეხვიაშვილსა და ჯაბა ანანიძეს.

შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების მახასიათებლების, სამოქალაქო ცნობიერებისა და ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ, ასევე ამ მიმართულებით განიხილეს აჭარის რეგიონის მაგალითები. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.