,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის'' მონაწილეები ახალციხის მერიას ესტუმრნენ

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში ახალციხეში გრძელდება ვორკშოფების ჩატარება.

ამჯერად პროექტის მონაწილეები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი ლაზარაშვილს, მერის მოადგილეებსა და მერიის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პროექტის მონაწილეებს გააცნეს მერიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და მუშაობის პრინციპები. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.