,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის'' ფარგლებში თელავში მორიგი შეხვედრა შედგა

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში თელავის მონაწილეები შეხვდნენ ნათია ფიცხელაურსა და ეთერ შიუკაშვილს-საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს კახეთის რეგიონში.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა მიმოიხილეს კახეთის რეგიონის აქტუალური სოციალური პრობლემები და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მნიშვნელობა, ასევე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებზე. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.