,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში გორში მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ამჯერად მონაწილეები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ოფისს ესტუმრნენ. შეხვედრას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი-თამარ სახლთხუციშვილი და პირველადი დახმარების ტრენერ-სპეციალისტი- ალექსანდრე ოქროპირიძე უძღვებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში თამარ სახლთხუციშვილმა მიმოიხილა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მისია, აქტივობები და ის სერვისები, რომლებსაც ისინი მოქალაქეებს სთავაზობენ, ალექსანდრე ოქროპირიძემ კი მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია პირველადი გადაუდებელი დახმარების ალგორითმისა და საჭირო აქტივობების შესახებ. შეხვედრა მონაწილეების აქტიური ჩართულობით წარიმართა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.