თელავში სამუშაო შეხვედრების ჩატარება გრძელდება

'’სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში თელავში გრძელდება სამუშაო შეხვედრების ჩატარება. ამჯერად შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ: არჩილ მჭედლიშვილი-დემოკრატიის სკოლის (EEMCD) კოორდინატორი კახეთის რეგიონში და ლევან ბერძენაშვილი-იურისტი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

შეხვედრის ფარგლებში არჩილ მჭედლიშვილმა მიმოიხილა დემოკრატიული სახელმწიფოს მახასიათებლები და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა, ლევან ბერძენაშვილმა კი ადგილობრივ თვითმმართველობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრები აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.