,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში გორში შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მოწვეული იყო თეკლა ხაჩიძე-ახალგაზრდა ევროპელი ელჩი.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა დეტალურად მიმოიხილა ევროკავშირის ჩამოყალიბების ისტორია და მიზანი, ევროპული ღირებულებები, ევროკავშირის როლი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვის პროცესში. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს და თავის მხრივ, როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს აღნიშნული შესაძლებლობების გამოყენება პროფესიული და პიროვნული განვითარების კუთხით.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.