,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში ბათუმში მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ: მალხაზ ჭაკდუა-,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს’’ ბათუმის ოფისის კოორდინატორი და ირმა ზოიძე-საგამოძიებო სტუდია ‘’რეკის’’ წარმომადგენელი.
შეხვედრის ფარგლებში მალხაზ ჭაკდუამ მიმოიხილა ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს’’ მიერ განხორციელებული პროექტები და სტუდენტებს გაუზიარა პროექტების მართვის გამოცდილება. ირმა ზოიძემ კი სამოქალაქო მოძრაობების მახასიათებლებზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით რეგიონული მაგალითები მიმოიხილა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.