,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში თელავში დაიწყო ვორკშოფების განხორციელება!
პირველ ვორკშოფზე მოწვეული იყვნენ: თამუნა ბაზიერაშვილი და გულია ამზოევა-,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022-ის’’ მონაწილეები, ასევე ცისანა კოლოტაძე-,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021-ის’’ მონაწილე. სტუმრებმა გამოცდილება გაუზიარეს პროექტის ახლანდელ მონაწილეებს, მიმოიხილეს თავიანთი პროექტების მიზნები, განხორციელებული აქტივობები და შედეგები.
შეხვედრაზე ასევე მოწვეული მიშიკო ხალხელაური-‘’კახეთის ხმის’’ სოციალური მედიის მენეჯერი, რომელმაც ისაუბრა ადგილობრივი მედიის თავისებურებების შესახებ, ასევე ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროცესში მედიის ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრები აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.