გორში დაიწყო ვორკშოფების განხორციელება!

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში გორში დაიწყო ვორკშოფების განხორციელება!

პირველ ვორკშოფზე მოწვეული იყო დიმიტრი გოგიაშვილი-გორის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, რომელმაც მიმოიხილა გორში მიმდინარე ახლაგზრდული პროგრამები, არსებული რესურსები და სტუდენტებთან თანამშრომლობის შესაძლო გზები.

შეხვედრაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022-ის’’ მონაწილეები: ზურაბ მაჭარაშვილი და ეთერ გოგიაშვილი, რომლებმაც გამოცდილება გაუზიარეს პროექტის ახლანდელ მონაწილეებს და მიმოიხილეს თავიანთი პროექტების მიზნები, განხორციელებული აქტივობები და შედეგები. შეხვედრები აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.