ზუგდიდში ვორკშოფების განხორციელება დაიწყო!

პროექტ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში ზუგდიდში დაიწყო ვორკშოფების განხორციელება!

პირველ ვორკშოფზე მოწვეული იყო არჩილ თოდუა-,,საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს’’ ზუგდიდის რეგიონული ოფისის კოორდინატორი. მოწვეულმა სტუმარმა მიმოიხილა საზოგადოებრივი აზრის კვლევის მნიშვნელობა, მეთოდები და ადვოკატირების გზები.

შეხვედრაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022-ის’’ მონაწილეები: კესო შონია, ნინო მინჯია და ონისე ბულისკირია, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს პროექტის ახლანდელ მონაწილეებს, მიმოიხილეს თავიანთი პროექტების მიზანი, განხორციელებული აქტივობები და შედეგები. შეხვედრები აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.