იწყება განაცხადების მიღება სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისათვის


იწყება განაცხადების მიღება სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისათვის.


ტრავმული წარსულის გააზრება და ერთიანი სამოქალაქო იდენტობის ფორმირება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოში საბჭოთა წარსულის გააზრების პროცესს სისტემატიური სახე ჯერ არ მიუღია. შესაბამისად, არსებული ისტორიული მეხსიერება, მის საფუძველზე წარმოშობილი და ხალხში ღრმადფესვგადგმული მითები ხშირ შემთხვევაში რადიკალიზაციის მასაზრდოებელი წყაროა.
განსხვავებული და მიუღებელი ნარატივების არსებობა, გაზიარებისათვის საჭირო ველის სიმცირე კიდევ უფრო მეტად აღრმავებს საზოგადოებაში არსებულ ტრავმებს და დაძაბულობის დამატებით ფონს ქმნის.


მიუხედავად გაცხადებული სამოქალაქო იდენტობის მშენებლობისა, ეს მიმართულება არ წარმოადგენს აქტუალური მუშაობის საგანს და ძირითადად საუნივერსიტეტო კურსების, დაინტერესებული ჯგუფებისა და აქტივისტების საქმიანობით შემოიფარგლება.


სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, იწყებს განაცხადების მიღებას სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისათვის.
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებში წარსულის გააზრების საკითხებით დაინტერესებას და წაახალისოს აკადემიურ დისკურსში ამ თემის ჩართვა.


კონფერენციის ძირითადი სამუშაო თემებია:


• საბჭოთა რეპრესიები და მათი ხსოვნა;
• მეხსიერების ნარატივები და მათი ინტერპრეტაცია;
• ისტორიის სწავლება და გააზრება;
• ზეპირი ისტორიები და მათი ორგანიზება;
• ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო ინიციატივები და მათი გავლენა საბჭოთა წარსულის გააზრებაზე
• და სხვა მომიჯნავე თემები.


კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.


მონაწილეობის მსურველებმა 15 მაისამდე უნდა შეავსონ აპლიკაცია, რომელიც მოიცავს 200-300 სიტყვიან აბსტრაქტს.
https://forms.gle/hGR1ewBgqbRcZAnq8


მნიშვნელოვანი თარიღები:
აბსტრატების მიღების დედლაინია 15 მაისი.
შერჩეული აპლიკანტებს ეცნობებათ 20 მაისს.
კონფერენცია გაიმართება 17 ივნისს, თბილისში.