პროექტი ,,ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლა’’ ფინალური პრეზენტაციით წარმატებით დასრულდა

პროექტი ,,ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლა’’ ფინალური პრეზენტაციით წარმატებით დასრულდა!

პროექტი სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა კონფლიქტისპირა რეგიონებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პრაქტიკული უნარების განვითარებას.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და ვორკშოფები ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო და საკანონდებლო პრაქტიკული მექანიზმების მიმართულებით, ისინი ასევე  გაეცნენ აღნიშნული მექანიზმების მომზადებისა და რეალიზაციის თავისებურებებს.

პროექტის ერთ-ერთი მიზანს ასევე წარმოადგენდა სტუდენტების თანასწორგანმანათლებელთა უნარების განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად მათ ტრენინგები ჩაუტარეს თავიანთი უნივერსიტეტების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, რომელზეც სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა ტიპის პრაქტიკული მექანიზმი განიხილეს. თითოეული ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოიცავდა დისკუსიებს, რომელზეც განიხილავდნენ თავიანთ რეგიონებში არსებულ ადამიანის უფლებთა დაცვის საკითხებს.  

„ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლა“ მხარდაჭერილი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და განხორციელდა პროგრამა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“ ფარგლებში.