პროექტ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში ქუთაისში დაიწყო ვორკშოფების განხორციელება.
პირველ ვორკშოფზე მოწვეულნი იყვნენ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021-ის’’ მონაწილეები: ნანა ბენდელიანი, დაჩი კობახიძე, გიორგი იამანიძე და ლანა გვალია.
მოწვეულმა სტუმრებმა პროექტის ახლანდელ მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, მიმოხილეს ქუთაისში განხორციელებული პროექტების მიზნები და აქტივობები.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.