პროექტ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში თბილისის, კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მონაწილეებისთვის ჩატარდა სამდღიანი გასვლითი ტრენინგი ბაზალეთის ტბაზე.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეების ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვისა და სამოქალაქო ჩართულობის პროექტების განსახორციელებლად საჭირო უნარების განვითარებას.
პირველი სამუშაო თემის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ადვოკატირების კამპანიის არსი, მიზანი, ტიპები, მეთოდები და პროექტების სამოქმედო გეგმის შემუშავების ეტაპები. ყურადღება გამახვილდა ადვოკატირების კამპანიის დროს საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრის მნიშვნელობაზე, ასევე ადვოკატირების კამპანიის წარმართვის დროს სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიების როლზე.
ტრენინგების დასკვნითი დღე კი პროექტების მომზადების, მართვისა და მონიტორინგის სტრატეგიების გაცნობას დაეთმო.
ტრენინგები წარიმართა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში. პრაქტიკულმა და ჯგუფურმა სავარჯიშოებმა ხელი შეუწყო მონაწილეების ტრანსფერული უნარების განვითარებას, რომელიც მათ უნდა დაეხმაროთ შემდგომ ეტაპზე სამოქალაქო ჩართულობის პროექტების წარმატებით განხორციელებაში.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.