პროექტ ,,ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლის’’ მეორე ეტაპზე ტრენინგები ჩატარდა ზუგდიდში

პროექტ ,,ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლის’’ მეორე ეტაპზე, ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტებმა გადამზადების ტრენინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ტრენინგი ჩაუტარეს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს, რომლებიც იყვნენ ფართო პროფესიული სპექტრით წარმოდგენილნი.


 ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა ტიპის პრაქტიკული მექანიზმი, რომლის გამოყენება მათ, როგორც მოქალაქეებს, ყოფით ცხოვრებაში შეუძლიათ. ტრენინგები აქტიური დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


 ,,ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლა“ მხარდაჭერილია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიერ და ხორციელდება პროგრამა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“ ფარგლებში.