,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ პროექტის ფარგლებში დაიწყო ვორკშოფების განხორციელება.
ბათუმში ჩატარდა პირველი ვორკშოფი, რომელზეც მოწვეული იყო პროექტის 2022 წლის მონაწილე-ანდრო თავართქილაძე. მოწვეულმა სტუმარმა გამოცდილება გაუზიარა პროექტის ახლანდელ მონაწილეებს, ისაუბრა გასულ წელს ბათუმში განხორციელებული პროექტების მიზნებისა და აქტივობების შესახებ. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.