პროექტის ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023'' განხორციელება დაიწყო

პროექტის ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ განხორციელება დაიწყო. აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მონაწილეებისთვის ჩატარდა სამდღიანი გასვლითი ტრენინგი წყალტუბოში. ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეების ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვისა და სამოქალაქო ჩართულობის პროექტების განსახორციელებლად საჭირო უნარების განვითარებას.

ტრენინგების პირველი სამუშაო თემის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პროექტების მომზადების, მართვისა და მონიტორინგის სტრატეგიები.

 დასკვნითი დღე კი ადვოკატირების კამპანიის გაცნობას დაეთმო, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ადვოკატირების კამპანიის არსი, მიზანი, ტიპები, მეთოდები და პროექტების სამოქმედო გეგმის შემუშავების ეტაპები. ყურადღება გამახვილდა ადვოკატირების კამპანიის დროს საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრის მნიშვნელობაზე, ასევე ადვოკატირების კამპანიის წარმართვის დროს სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიების როლზე.

 

ტრენინგები წარიმართა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში. პრაქტიკულმა და ჯგუფურმა სავარჯიშოებმა ხელი შეუწყო მონაწილეების ტრანსფერული უნარების განვითარებას, რომელიც მათ უნდა დაეხმაროთ შემდგომ ეტაპზე სამოქალაქო ჩართულობის პროექტების წარმატებით განხორციელებაში.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.