აქტიურად გრძელდება პროექტის „ტრანსფერული უნარების განვითარება დასაქმების ხელშეწყობისთვის” განხორციელება


„სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია“ საზოგადოებრივ კოლეჯ „#ორიენტირსა“ (თბილისი) და „#ამაგთან“ (გორი) აგრძელებს პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ზამთრის სკოლა „ტრანსფერული უნარების განვითარება დასაქმების ხელშეწყობისთვის” განხორციელებას.


პროექტის მეორე ეტაპზე 25-27 ნოემბერს ქ. თბილისში ჩატარდა ტრენინგების ციკლი, რომლის ძირითადი მიზანი შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმების გამოყენების, პროფესიული პორთფელიოს მომზადების, გუნდური მუშაობის, ლიდერობის და სხვა ტრანსფერული უნარების განვითარება იყო.