თელავში წარმატებით განხორციელდა სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტი


ვაგრძელებთ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ფარგლებში სტუდენტების მიერ განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის პროექტების შედეგების გამოქვეყნებას.

ამჯერად იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების: კესო სახიაშვილის, მარიამ სოლომნიშვილის, ნინო მრელაშვილისა და ვიტალი პაპოვის პროექტის შესახებ მოგიყვებით, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას შრომით ბაზარზე გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ.

პროექტის ფარგლებში ავტორების ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები, რომელზეც განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა, გენდერული დისკრიმინაცია, გენდერული როლები და სტერეოტიპები. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ ხდება გენდერული დისკრიმინაცია დასაქმების ადგილზე და ასევე გაანალიზეს მისი პრევენციის სამართლებრივი მექანიზმები.

 ტრენინგები აქტიური კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა თითოეული საკითხი ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით განიხილეს, ასევე გაანალიზეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აქტები დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.