,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში ზუგდიდში სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტების რეგიონული პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც მონაწილეებმა თავიანთი პროექტების შედეგები წარმოადგინეს.
შედეგების წარდგენისას სტუდენტებმა ისაუბრეს იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც პროექტისგან ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ შეიძინეს.
ზუგდიდში განხორციელდა შემდეგ სამოქალაქო ჩართულობის პროექტები:
,,პოლიციის უფლებამოსილება და საზოგადორბრივი კონტროლი’’, ავტორები: კესო შონია, თედო ბიგვავა და ნინო მინჯია
,,პრორუსულ პროპაგანდასთან და რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა სამეგრელოს რეგიონში’’, ავტორები: ანა აბულაძე, ონისე ბულისკერია, ნინო დგებუაძე
,,ძალადობის პრევენცია საშუალო სკოლებში’’, ავტორები: სოფია ქუხილავა, გიორგი გოგოხია, მარიამ ყალიჩავა
თითოეული პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგებს მოგვიანებით დეტალურად გაგაცნობთ!
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.