პროექტის ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ფარგლებში ქუთაისში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებების თემაზე, შეხვედრაზე მოწვეული იყო ბესიკ ცხადაძე.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა მონაწილეებს გააცნო ადმიანის ძირითადი უფლებები და მისი სამართლებრივი დაცვის გზები, ასევე მოკლედ მიმოიხილა ის ისტორიული პროცესები, რომელიც წინაპირობა გახდა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტების მიღებისა.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეების ინტერესიდან გამომდინარე, ყურადღება გამახვილდა მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირების საკითხზე.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.