,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022'' პროექტის ფარგლებში გორის მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარდათ

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში გორის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხზე, რომელსაც უძღვებოდა ზვიად აბაშიძე-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 ტრენინგზე ზვიად აბაშიძემ სოციალურ და პოლიტიკურ თეორიებზე დაყრდნობით განიხილა ადგილობრივი თვითმმართველობა, ხელისუფლების დანაწილების შტოები და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მიმართება, ტრენინგზე ასევე ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებზე.

 შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. თითოეული საკითხი მონაწილეებმა საქართველოს კონტექსტში, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით განიხილეს. ტრენინგი მოიცავდა ჯგუფურ დავალებებს, რომელიც მონაწილეებს თეორიული საკითხის უკეთ გაანალიზებასა და ათვისებაში დაეხმარა.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.