,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტს ფარგლებში ზუგდიდის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე ,,პარლამენტის საქმიანობის ახალი მექანიზმები და მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობები’’. ტრენინგს უძღვებოდა კახაბერ ურიადმყოფელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი.
შეხვედრის ფარგლებში კახაბერ ურიადმყოფელმა მონაწილეებს გააცნო პარლამენტის როლი საპარლამენტო მმართველობის სახელმწიფოში, მისი გაძლიერებული ფუნქციები და ახალი მექანიზმები. ტრენერმა ყურადღება გაამახვილა საპრლამენტო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასა და გზებზე. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც მონაწილეებს თეორიული მასალის უკეთ გაანალიზებაში დაეხმარა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.