,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში გორში მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელზეც მოწვეული იყო დიმიტრი გოგიაშვილი- გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფლების უფროსი.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა მონაწილეებს გააცნო ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე გაუზიარა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული ახალგაზრდული პროექტების შესახებ. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში, მონაწილეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.