,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტს ფარგლებში ბათუმის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე ,,საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმი’’. ტრენინგს უძღვებოდა ზურაბ კვირკვაია-საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსი მრჩეველი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი.
ტრენინგის ფარგლებში ზურაბ კვირკვაიამ მონაწილეებს გააცნო საკონსტიტუციო სასამართლოს მისია, სტრუქტურა, ძირითადი უფლებამოსილებები და კონსტიტუციური კონტროლის სახეები. ტრენინგზე ასევე განიხილეს ის პარამეტრები და კრიტერიუმები, რომლითაც ხდება სადავო საკითხის შეფასება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რომელიც ასევე ხელსაყრელია მოსარჩელეებისთვის თავიანთი სარჩელის პერსპექტივის წინასწარ განსაზღვრისთვის.
ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს კონსტიტუციური სარჩელის შედგენის მეთოდიკაზე, მოირგეს მხარეებისა და მოსამართლეების როლები და თავიანთი სარჩელები წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით. აღნიშნული დავალებები მონაწილეებს თეორიული ნაწილის უკეთ გაანალიზებასა და ათვისებაში დაეხმარა. ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.