,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში თბილისში მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელზეც მოწვეული იყო თამარ ამაშუკელი-ხელოვნებათმცოდნე და სამოქალაქო მოძრაობის ,,დაიცავი გუდიაშვილის მოედანი’’ ერთ-ერთი ორგანიზატორი.
შეხვედრის ფარგლებში თამარ ამაშუკელმა მიმოიხილა ის მიზეზები, რამაც განაპირობა გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად მიმართული სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბება, ასევე ისაუბრა მოძრაობის მიზანის, განხორციელებული აქტივობებისა და წარმატების განმაპირობებელი ფაქტორების შესახებ. მოწვეულმა სტუმარმა მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.