,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში გრძელდება სამუშაო შეხვედრების ჩატარება. ამჯერად გორში სამუშაო შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ: ანა ჯანიაშვილი-სახალხო დამცველის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და თამარ ცხოვრებაძე-სახალხო დამცველის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
შეხვედრის ფარგლებში ანა ჯანიაშვილმა მიმოიხილა სახალხო დამცველის მანდატი და მისი ფუნქციები, თამარ ცხოვრებაძემ კი ისაუბრა ოჯახში ძალადობის ფორმებსა და ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე. სტუმარმა ასევე ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახულ ძირითად ტენდენციებზე, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით კი განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) საქმეები ოჯახური ძალადობის მიმართულებით.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.