,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში აქტიურად გრძელდება სამუშაო შეხვედრების ჩატარება. ამჯერად თელავის მონაწილეები შეხვდნენ გიორგი თავბერიძეს-დემოკრატიის სკოლის კოორდინატორს კახეთის რეგიონში.
შეხვედრის ფარგლებში გიორგი თავბერიძემ კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით მიმოიხილა დემოკრატიის ძირითადი მახასიათებლები, ასევე განსაზღვრა სამოქალაქო საზოგადოების ცნება და მისი დემოკრატიული ფუნქციები. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტის მონაწილეებმა სტუმარს გააცნეს თავიანთი საპროექტო ინიციატივები და მისგან მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციები.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.