,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში აქტიურად გრძელდება სამუშაო შეხვედრების ჩატარება. ამჯერად ბათუმში მორიგ შეხვედრებზე მოწვეული იყვნენ: პაატა დიასამიძე-ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, ირმა ზოიძე-საგამოძიებო ფილმების სტუდია „რეკის“ ჟურნალისტი და ნაზიბროლა რეხვიაშვილი-ფაქტჩეკის უფროსი ანალიტიკოსი.
სტუმრებთან შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმიმართა. მონაწილეებმა პაატა დიასამიძესთან ერთად მიმოიხილეს აჭარის რეგიონში არსებული აქტუალური სოციალური და ის იურიდიული საკითხები, რომელიც სამოქალაქო ჩართულობის პროექტების განხორციელებისას გამოადგებათ.
მსგავსი ფორმატი ჰქონდა ჟურნალისტებთან შეხვედრასაც, ირმა ზოიძემ და ნაზიბროლა რეხვიაშვილმა ყურადღება გაამახვილეს მასობრივი კომუნიკაციის ფუნქციებსა და აუდიტორიისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე. მოწვეულმა სტუმრებმა მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, რომელიც მათ სამოქალაქო ჩართულობის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარებათ.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.