,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში თბილისში აქტიურად გრძელდება სამუშაო შეხვედრების ჩატარება. ამჯერად შეხვედრაზე მოწვეული იყო თინათინ მაღედანი-სამოქალაქო მოძრაობის ,,გავიგუდეთ’’ ხელმძღვანელი.
თინათინ მაღედანმა პროექტის მონაწლეებს გააცნო ,,გავიგუდეთ’’-ის ჩამოყალიბების ისტორია, მიზანი, განხორციელებული და ამჟამინდელი აქტივობები. სტუმარმა ასევე მიმოხილა, რა როლი აქვს ადვოკატირების კამპანიის სტრატეგიის დაგგემვასა და მოქალაქეთა სამოქალაქო პასუხისმგებლობას სამოქალაქო მოძრაობის წარმატებისთვის.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით განიხილეს რუსთავის, როგორც ინდუსტრიული ქალაქის, გამოწვევებები, ასევე მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო მოძრაობების როლი ამ გამოწვევებთან ბრძოლაში. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. თინათინ მაღედანმა მონაწილეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება, რომელიც მათ საპროექტო ინიციატივების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში დაეხმარებათ.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.