,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში გორში მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ საზოგადოება ,,ბილიკის’’ წარმომადგენლები: ლია გორელაშვილი და მარიკა მღებრიშვილი.
შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა ისაუბრეს სამოქალაქო მოძრაობების როლსა და მიზანზე. კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით მიმოიხილეს ადგილობრივი სოციალური პრობლემების ადვოკატირების გზები, ასევე ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობისა და არაფორმალური განათლების როლზე.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.